event-october-23-wisec
fb-cover(new)

პროექტის შესახებ

პროექტის უპირველესი მიზანია მეტი სრულყოფილების შტანა ქალთა IT განათლებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და წაახალისოს კომუნიკაცია აკადემიასა და საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში.

WISEC აკადემიის ფარგლებში, ორგანიზებული იქნება ევროკავშირის გამოცდილებაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ინტენსიური სასწავლო პროგრამა სხვა და სხვა სეგმენტში მოღვაწე ქალებისთვის (სტუდენტებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის, IT გამოცდილების მქონე სპეციალისტებისთვის). ასევე ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. ღონისძიების ძირითადი აქცენტი გაკეთდება სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაზე. პროექტი გამიზნული იქნება არა მხოლოდ მასპინძელ დაწესებულებაზე, არამედ მოიცავს სტუდენტებისა და მოტივირებული ქალების ფართო და მრავალფეროვან წრეს საზოგადოებიდან.
პროექტს აქვს ინოვაციების სტიმულირების და კიბერ პრობლემების მოგვარების პოტენციალი შეზღუდული რესურსების პირობებში ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. როგორც ბიზნესი, ასევე სამთავრობო სექტორი მოითხოვს მაღალკვალიფიციური და მცოდნე თანამშრომლების საიმედო წყაროს. ეჭვგარეშეა, რომ WISEC აკადემია ექნება დიდი წარმატება და მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას, რადგან განათლება ძალზე აქტუალური სოციალური საკითხია, განსაკუთრებით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განვითარების თვალსაზრისით.

პერსონალი

მთავარი მკვლევარი
პროფ. მაქსიმ იავიჩი
აფილირებული სრული პროფესორი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი კავკასიის უნივერსიტეტი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მთავარი მკვლევარი
დამხმარე მენეჯერი და უფროსი ლექტორი
გიორგი იაშვილი
კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი დამხმარე მენეჯერი და უფროსი ლექტორი
უფროსი ლექტორი
არჩილ შენგელია
მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში, კავკასიის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი
უფროსი ლექტორი
გიორგი ახალაია
კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში, კავკასიის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი
უფროსი ლექტორი
სერგეი სიმონოვი
მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში, კავკასიის უნივერსიტეტი შეღწევადობის ტესტერი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია
პროექტ მენეჯერი
აკაკი კაპანაძე
კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
განათლების მენეჯერი
ოქსანა კოვალჩუკი
კიევის ვაჭრობისა და ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის კიბერუსაფრთხოების პროექტების კოორდინატორი საგანმანათლებლო მენეჯერი

აქტივობები

ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების მიმოხილვა

ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების მიმოხილვა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სწავლისა და სწავლების სფეროში

სასწავლო მასალების შექმნა

WISEC აკადემიის თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე სასწავლო მასალების შექმნა

WISEC აკადემიის ორგანიზება

WISEC აკადემიის 4 სესიის ორგანიზება სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის

საზოგადოებისთვის რეგიონებიდან ონლაინ კიბერუსაფრთხოების ტრენინგები

WISEC აკადემიის ფარგლებში საზოგადოებისთვის რეგიონებიდან ონლაინ კიბერუსაფრთხოების ტრენინგების 3 სესიის ორგანიზება

WISEC აკადემიის პროგრამის შემუშავება

WISEC აკადემიის პროგრამის შემუშავება თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე

ონლაინ ინსტრუქციის შემუშავება

კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის შესახებ საჯარო ონლაინ ინსტრუქციის შემუშავება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად

სესიის ორგანიზება IT-ის გამოცდილების მქონე ქალებისთვის

WISEC აკადემიის 1 სესიის ორგანიზება IT-ის გამოცდილების მქონე ქალებისთვის

ყოველწლიური მრგვალი მაგიდების ორგანიზება

ყოველწლიური მრგვალი მაგიდების ორგანიზება WISEC აკადემიის მონაწილეებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოში მათი განხორციელების შესაძლებლობების განხილვით.

Disclaimer

​„დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. ვერც ევროკავშირი და ვერც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი მათზე“.

დაგვიკავშირდით, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან პროექტთან დაკავშირებული წვლილი: miavich@cu.edu.ge

ka_GEGeorgian