WISEC აკადემია და მისი პროგრამის სტრუქტურა აიგება კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის რეგულაციების აღიარებული ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. WISEC აკადემიის პროგრამა მოიცავს 4 კურსს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ის მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის სრულყოფას კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის რეგულაციების სფეროში, ევროპული კვლევებიდან გამომდინარე.
პროგრამა შედგება 4 საგნისგან:
- კომპიუტერული ქსელები და Linux Essentials;
- კიბერუსაფრთხოების პრინციპები;
- მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია;
- ეთიკური ჰაკინგი.
პროგრამა შექმნილია ისე, რომ მოკლე პერიოდში (50 აკადემიური საათი) სტუდენტი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.
Შერჩევის პროცესი:
WISEC აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა მიეცემა საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ყველაზე მოტივირებულ სტუდენტებს. ლექციები ჩატარდება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში.
შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებებს, რომელთაც დართული ექნებათ სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
თარიღები:
1 სესია – 2026 წლის მარტი-მაისი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/NAnQGqymVrXYBTJ17
Disclaimer
„დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. ვერც ევროკავშირი და ვერც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი მათზე“.
დაგვიკავშირდით, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან პროექტთან დაკავშირებული წვლილი: miavich@cu.edu.ge