WISEC აკადემიის ფარგლებში მოეწყობა ონლაინ კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ქალებისთვის რეგიონებიდან, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
ამოცანის მთავარი მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ცოდნის გავრცელება ფართო საზოგადოებაში (განსაკუთრებით რეგიონებში). მიზანია ქალთა ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
პროგრამის მთავარი ამოცანაა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის შესახებ ცოდნის გავრცელება ფართო საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით რეგიონებში). კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ქალთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროგრამა შექმნილია ისე, რომ მოკლე პერიოდში (15 აკადემიური საათი) მონაწილეები მიიღებენ საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.
პროექტის მონაწილეები ტრენინგის განმავლობაში არა მხოლოდ შეისწავლიან ამ კონცეფციების მიღმა არსებულ თეორიას, არამედ მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და შეისწავლიან რეალურ შემთხვევებს. მონაწილეთა ყურადღება ასევე გამახვილდება ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე.
თარიღები:
1 სესია – 2024 წლის სექტემბერი-ნოემბერი
2 სესია - 2025 წლის სექტემბერი-ნოემბერი
3 სესია - დაწყების თარიღი: 18 მარტი, 2026 წ.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/gAJDAqg9qkzZJzd1A
Disclaimer
„დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. ვერც ევროკავშირი და ვერც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი მათზე“.
დაგვიკავშირდით, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან პროექტთან დაკავშირებული წვლილი: miavich@cu.edu.ge