WISEC სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 22 მაისს, 18:00 საათზე, რომელიც ხორციელდება Jean Monnet მოდულის პროექტის ფარგლებში. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ.
ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმება პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ შემდეგ თემატურ პრეზენტაციებს:
- Computer Networks and Linux Essentials – Module Presentation
- Principles of cyber security – Module Presentation
- European Data Protection Regulation – Module Presentation
- Ethical hacking – Module Presentation
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.
რეგისტრაცია არის სავალდებულო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
რეგისტრაცია https://forms.gle/1WPjzxg1j5ZDXnpXA